ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ-თალაკვაძე

“​ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გუშინ გაავრცელეს, ჩემი აზრით, უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს ვიმყოფები იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე დღეს დილიდან, როგორც ყოველთვის, ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოფისში და ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.

„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოს” ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისს “დაბოქლომებას” უპირებენ
შემდეგი სტატიაარავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს – თალაკვაძე