“ევროპული საქართველოს” ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისს “დაბოქლომებას” უპირებენ

“ევროპული საქართველოს” ლიდერები დეპუტატ მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისს “დაბოქლომებას” უპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ბიუროსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ისმის შეძახილები “ბიძინას მონა”.

“ქართულმა ოცნებამ აქ გამოიყვანა ადამიანები, რომლებიც პარტიული ზონდერები არიან.”ქართულმა ოცნებამ” პოლიციელები აქცია მდინარაძის კარის დარაჯებად, ჩვენ აქ არ მოვსულვართ ძალადობრივად, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაძემ.

ამ დროისთვის სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინას მონა”- აქტივისტებმა “ოცნების” დეპუტატს, ქვარაიას, პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს
შემდეგი სტატიაფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ-თალაკვაძე