პოპულარობა არ შთამაგონებს, რადგან მისი ფასი უკრაინის ომია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი პოპულარობა არ შთააგონებს, რადგან ფასი უკრაინის ომია – ამის შესახებ მან ავსტრალიურ ტელეარხ Nine Network-თან ინტერვიუში განაცხადა.

“პოპულარობა, რომელიც მე მაქვს, არ შთამაგონებს. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა არის ამ პოპულარობის ფასი და ფასი არის ომი. ომი, რომელსაც ჩვენ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება, მსოფლიომ იცის რა არის ომი და რამხელა მწუხარება მოუტანა უკრაინას და უკრაინელებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ის არ ელოდა, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა მსოფლიოში.

“რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ შედეგს, მე ამ ადგილას ვარ, ვფიქრობ, რომ ჩემს ადგილას, უკრაინის ხალხის მიერ არჩეული ნებისმიერი პრეზიდენტი ასეთი უნდა იყოს, იყოს ხალხთან. დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცეოდა ესა თუ ის ადამიანი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი, “თავისუფლება რუსეთს” – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება