რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი, “თავისუფლება რუსეთს” – არესტოვიჩი

მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 60 დღე იმოქმედებს. ოლქში გამთენიისას 2 აფეთქება მოხდა. გუბერნატორი ამბობს, რომ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევი აცხადებს, რომ რუსეთში ამოქმედდა მოძრაობა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა კრემლი შიდა წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს.

“პუტინს რუსეთი სამარისკენ მიყავს. არიან ადამიანები რომლებსც ეს არ სურთ. ამიტომ რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი თავისუფლება რუსეთს. მათ, ვისაც არ სურს უკრაინაში საომრად ცამოსვლა, გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს ადგილებზე. შესაბამისად, ველოდებით ახალ აფეტქებებს, ე.წ. შემთხვევით დანგრეულ ხიდებსა და ხანძრებს თავდაცვის საინისტროს შენობებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ, ზელენსკიმ უბრძანოს თავის სამხედროებს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი
შემდეგი სტატიაპოპულარობა არ შთამაგონებს, რადგან მისი ფასი უკრაინის ომია – ზელენსკი