აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს.
“ვიცით, რომ სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი CAATSA-ს ფარგლებშია მიღებული, უფრო მეტი მალე იქნება” – განაცხადა პომპეომ, ამასთანავე, არ დაუკონკრეტებია, რა სანქციებზეა საუბარი. ადრე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლს დაავალა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის მომზადება საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.