ცუკერბერგთან ფოტოს გამო ევროპარლამენტარს “ტვიტერში” გაუბრაზდნენ

ცუკერბერგთან ფოტოს გამო ევროპარლამენტარს “ტვიტერში” გაუბრაზდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ნეგატიურად შეაფასეს ევროპარლამენტარ სესილია ვიკსტრომის ფოტო, სადაც ის “ფეისბუქის” დამფუძნებელთან მარკ ცუკერბერგთანაა გადაღებული. ფოტო დეპუტატმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ის ცუკერბერგის ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ არის გადაღებული, სადაც მილიარდელი “ფეისბუქიდან” მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის საქმეზე მოხსენებით გამოვიდა.
“თქვენ ბიონსეს კონცერტზე არ ხართ და შეკითხვებს უნდა უსმევდეთ ადამიანს, რომელმაც, დიდი ალბათობით, მთელი რიგი ევროპული კაკნონები დაარღვია” – წერდნენ პოლიტიკოსს მომხმარებლები და მას არაშესაფერის საქციელში ადანაშაულებდნენ. უკანასკნელი წვეთი გახდა ის, რომ პარლამენტარმა ფოტოზე ცუკერბერგის ფეიკ აკაუნტი მონიშნა, რამაც გააძლიერა პოლიტიკოსების არასათანადო ტექნიკური განათლების შესახებ აზრი.

banner
წინა სტატიაშირუსეთს იულია სკრიპალის განცხადების არ სჯერა და მასთან პირად შეხვერდრას მოითხოვს
შემდეგი სტატიაპომპეომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა