სადამ ჰუსეინის სუპერიახტიდან სასტუმრო გააკეთეს

სადამ ჰუსეინის სუპერიახტიდან Basrah Breeze სასტუმრო გააკეთეს – Reuters-ი წერს.
2010 წელს ერაყმა დიქტატორის სუპერიახტა დაიბრუნა საუდის არაბეთიდან, სადაც ის 2003 წლიდან იდგა, რომ ომის დროს არ დაშავებულიყო. თავდაპირველად 30 მილიონ დოლარად იყო მისი გაყიდვა განზრახული, მაგრამ ვერ მოხერხდა და მთავრობამ მისი სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტა.
იახტაზე პატარა ზომის 17 კაიუტაა სტუმრებისთვის, ეკიპაჟისთვის – 18 კაიუტა, ასევეა სასადილო ოთახი, საძინებლები და სხვა ოთახები, რომელსაც სადამ ჰუსეინი იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიპომპეომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა
შემდეგი სტატიასაქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში