პოლონურმა ავიაკომპანიამ მინსკში ფრენები შეაჩერა

პოლონეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ LOT ბელორუსის დედაქალაქში ფრენები შეაჩერა და ბელორუსის გვერდის ავლით ალტერნატიული მარშრუტები დაგეგმა – კომპანიის წარმომადგენელმა კშიშტოფ მოჩულსკიმ თქვა – პოლონური მედია ავრცელებს. მოსკოვთან ავიამიმოსვლა, სავარაუდოდ, ლიეტუვასა და ლატვიის ტერიტორიებიდან მოხდება, აზიაში კი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან.
ახალი მარშრუტები განუსაზღვრელი დროით იმოქმედებს. განახლებულ ინფორმაციას მგზავრები მუდმივად მიიღებენ.

ადრე გავრცელდა, რომ დღეს ჩეხეთი თავის ბოლო რეისს შეასრულებინებს ბელორუსულ “ბელავიას”, რომლის შემდეგადაც განუსაზღვრელი დროით ის ჩეხეთში მეტჯერ ვერ განახორციელებს ფრენებს. გუშინ ჩეხეთმა ბელორუსიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.

24 მაისს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელორუსულ ავიაკომპანიებს გაერთიანების საჰაერო სივრცის გამოყენებას აუკრძალავს როგორც რეგულარული რეისებისთვის, ასევე, ტრანზიტის განსახორციელებლადაც.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა აზერბაიჯანს ღია თავდასხმაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიავარლამ გოლეთიანი – ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს