სომხეთმა აზერბაიჯანს ღია თავდასხმაში დასდო ბრალი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს “ღია შეიარაღებულ თავდასხმაში” დასდო ბრალი საკუთარ ტერიტორიაზე სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც სამხედრო პირო დაიღუპა – 25 მაისს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

აზერბაიჯანის საზღვართან სროლების შედეგად სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა განცხადება. “ჩვენ მტკიცედ ვგმობთ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიარაღებულ თავდასხმას, გაეროს წევრ ქვეყანაზე, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვეაა” – ნათქვამია განცხადებაში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი სომხეთიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანაზე უარს ამბობს, რაც სიტუაციის შემდგომ დაძაბვას გამოიწვევს.
“აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების წარმოება სომხეთს უფლებას აძლევს აუცილებელი ადეკვატური ზომები მიიღოს საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად” – აღნიშნულია ტექსტში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო რაიონში ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც აზერბაიჯანმა სომხების პოზიციებისკენ ცეცხლი გახსნა, რომლის შემდეგადაც მეორე მხრიდანაც განახლდა სროლები. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ავრცელებს, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების შესაბამისად იკავებს საკუთარ პოზიციებს, რომელიც ადრე არასათანადო ბუნებრივი პირობების გამო შეუძლებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის – თავდაცვის ძალების გაძლიერება
შემდეგი სტატიაპოლონურმა ავიაკომპანიამ მინსკში ფრენები შეაჩერა