პოლონეთმა მეორე მსოფიო ომის დაწყების წლისთავზე პუტინი არ დაპატიჟა

ვარშავამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაპატიჟა ღონისძიებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავს ეძღვრება და რომელიც სექტემბერში გაიმართება – პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას პრეს-მდივანმა TVP Poland In-თან საუბარში განაცხადა. ბლაჟეი სპიხალსკის თქმით, მოსაწვევები უკვე დაგზავნილია. მისი შექმნისას ხელმძღვანელობდნენ არა ისტორიული, არამედ, თანამედროვე კონტექსტით, ამიტომაც, გადაწყდა, რომ პუტინი არ მოეწვიათ – “დოიჩე ველე” წერს.
ამავე დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია იყო რუსეთის პრეზიდენტის მოწვევა.

2018 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინი დაპატიჟეს პარიზში, სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი აღნიშნეს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ბიძინა ივანიშვილთანაც პოლიტიკური ინტერესები ასცდა
შემდეგი სტატია“ყვითელი ჟილეტები” ბრიტანეთში გენპროკურორის ოფისში შეჭრნენ