პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს

პოლონეთის და ბალტიის სამივე ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩები დაიბარეს . ჯერჯერობით უცნობია რა მიზეზით არიან დიპმისიის ხელმძღვანელები დაბარებული – წერს”ბიბისი”.
მანამდე გავრცელდა, რომ, ბრიტანეთის სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო დიდი ბრიტანეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ 20-მდე ქვეყანა შეუერთდება. The Times-ის ინფორმაციით “უპრეცენდენტოდ კოორდინირებული აქცია” 26 მარტს დაიწყება.
CNN-ის ამერიკულმა წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, შესაძლებელია რამდენიმე რუსი დიპლომატი დაითხოვოს – მათი რაოდენობა, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის, ტრამპმა შესაბამისი რეკომენდაცია აშშ-ს უშიშროების ეროვნული საბჭოსგან უნდა მიიღოს.
სავარაუდო ქვეყნებს შორის, რომლებიც რუს დიპლომატებს გააძევებენ საკუთარი ქვეყნებიდან არიან გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ბალტიის ქვეყნები და სხვები.
ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი 14 მარტს გააძევა სამეფოდან.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს. ისინი დღემდე კომაში არიან. ევროკავშირი თვლის, რომ მოწამვლის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს
შემდეგი სტატიაპოლონეთში რუსი აგენტი დააკავეს