პოლონეთში რუსი აგენტი დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სავარაუდო აგენტი დააკავეს -ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის ტელევიზიამ გაავრცელა. ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა. მამაკაცს მარეკ ბ. ქვია და ის პოლონეთის მოქალაქეა. სავარაუდო აგენტი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით, არ ვრცელდება. პოლონეთის მთავრობას, მომხდარზე, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ განუცხადებია.

დღესვე გავრცელდა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელჩები დაიბარეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ორ ფრონტზე ვიბრძვით