პოლონეთი და სლოვენია გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობენ

24 მარტს, პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.

“ხელშეკრულება გადახდის პირობებს ადგენს. ერთ მხარეს სურვილისამებრ შეცვლის უფლება არ აქვს”. თქვა PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა პაველ მაიევსკიმ.

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.

“არა მგონია, ევროპაში ვინმემ იცოდეს, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლში არავინ გადაიხდის”. – თქვა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ.

ამას გარდა, 24 მარტს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ. მისი მტკიცებით, ხელშეკრულება გადახდას ევროში ან აშშ დოლარში გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ ჟირინოვსკი მოკვდა
შემდეგი სტატიადუმის სპიკერმა ჟირონოვსკის სიკვდილი უარყო