პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ახობაძე თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება

თამაზ ახობაძე წულუკიანის განცხადებას ცენზურის დასაწყისსა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების რეპრესიას უწოდებს და კულტურის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც სწორედ მისი გათავისუფლების საქმეზე მახვილდება ყურადღება.

„შევახსენებ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ მე პირადად ორჯერ მოვუგე მას სასამართლოს სამი ინსტანცია.სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული, ბათილად სცნო იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება და დააკისრა ჩემი სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდური ხელფასის ჩარიცხვა. არანაირი მტკიცებულება, რომ მე რომელიმე პარტიის აქტივისტი ვიყავი და საბოტაჟს ვაწყობდი სამინისტროში, მათ არ წარმოუდგენიათ. ვერც წარმოადგენდნენ, რადგან გათავისუფლებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ევროკავშირს ვყავდი დაჯილდოვებული სამინისტროში არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამის განსაკუთრებით ეფეტური მენეჯმენტისთვის, არცერთი საყვედური ან შენიშვნა მიღებული არ მქონდა.ჩემს გარდა ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. სამაგიეროდ, მას მოჰყავდა საკუთარი პარტაქტივი, უკონკურსოდ ასაქმებდა მანამდე არარსებულ პოზიციებზე და ძალიან მალე აწინაურებდა. ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე, როგორც ჩანს“.
თამაზ ახობაძე, რომელიც წულუკიანის ბრძანებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, სამინისტროს დავა ყველა ინსტანციაში მოუგო.

banner
წინა სტატიაშიდავით ზილფიმიანი: არ არის გამორიცხული, ნიკა მელიას გირაოს თანხა ქვეყნის მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ
შემდეგი სტატიაიქნება თუ არა გახარია „ქართული ოცნების კონკურენტი?