დავით ზილფიმიანი: არ არის გამორიცხული, ნიკა მელიას გირაოს თანხა ქვეყნის მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის შეფასებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ნიკა მელიას გირაოს თანხა ქვეყნის მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ და ამ პროცესში ყველამ სახე შეინარჩუნოს.

„მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები, თავს არ დაგვანებებდნენ. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ ძალიან მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა, მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, ალბათ ეს დავამტკიცეთ. მაგრამ მეორე მხრივ, დღეს უკვე კრიტიკას ვეღარ უძლებს ის ამბავი, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ დროს, დღესვე შეუძლია გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 ათასი და უთხრან, გამოდიო, ანუ, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, ელისაშვილმა რომ თქვა, მე გადავიხდიო და ისეთი მუქარები წამოვიდა. შეიძლება, ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? არაფერია გამორიცხული, რადგან ამ შემთხვევაში იგი აღარ ელოდება სასამართლოს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

banner
წინა სტატიაში10 ფაქტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ უნდა იცოდეთ
შემდეგი სტატიაპოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ახობაძე თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება