პოლიტიკური ინტერესია და „რუსთავი2“-ის მოთხოვნა – მიხეილ კალანდიას მამა შვილის დაკავებაზე

მიხეილ კალანდიას მამა, შვილის დაკავებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. თენგიზ კალანდია ამბობს, რომ მისი შვილის დაკავება ვიღაცას პოლიტიკურად აწყობს და უფრო მეტიც, კალანდია აცხადებს, რომ მისი შვილის დაკავების მოთხოვნა “რუსთავი2″-ს ჰქონდა.

კალანდია ვერ აკონკრეტებს ვის პოლიტიკურ ინტერესებში შედის მოზარდების მკვლელობის საქმეზე მისი შვილის პატიმრობა. ის ამბობს, რომ საქმეში ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები არ გაჩენილა.

უდანაშაულოა, დამნაშავე რომ ყოფილიყო აქამდე დააკავებდნენ. პოლიტიკური ინტერესია და „რუსთავი2“-ის მოთხოვნით. როგორ ფიქრობთ, მტკიცებულება რომ ყოფილიყო წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?

არაფერი მტკიცებულება არ არის არაფერზე საერთოდ. გითხარით უკვე, ვიღაცას პოლიტიკურად აწყობს და იმიტომ, არ ვიცი ვის აწყობს. ვის რა აწყობს და ვინ რას ფიქრობს მე რა ვიცი ახლა,”-ამბობს მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია.

მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია ამბობს, რომ ისინი სასამართლოში მიდიოდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა გააჩერეს და მიხეილ კალანდია დააკავეს.

ლუკა კალანდია ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. ის დარწმუნებულია, რომ საქმეში მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები არ გაჩენილა.

„მივდიოდით სასამართლოში, შუა ტრასაზე გაგვაჩერეს, აიყვანეს მიხეილი და წამოიყვანეს აქეთ. ერთადერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემს ძმას, იმიტომ კი არა რომ ჩემი ძმაა, მას დანა არ ჰქონია ამ ჩხუბში, უდანაშაულოა და რომელი მტკიცებულება უნდა აღმოჩნდეს, რომ წინაპირობა იყოს მისი დაკავების?-ეს ხომ აბსურდია“-ამბობს ლუკა კალანდია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია დღეს აიყვანეს

banner
წინა სტატიაშირუსთავის მერის სახლი გაქურდეს – მოპარულია ტრაქტორი და ღვინო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება უზრუნველყოს