რუსთავის მერის სახლი გაქურდეს – მოპარულია ტრაქტორი და ღვინო

რუსთავის მერის სააგარაკო სახლი გაქურდეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, სახლიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

მოსახლეობის ცნობით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყვეს, თუმცა უცნობია, თავად ქურდობის ფაქტი როდის მოხდა. რუსთავის მერი და მისი ოჯახი თორტიზაში მდებარე სახლში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

ადგილობრივების ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა მათი ინფორმაციით, გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ინტერესია და „რუსთავი2“-ის მოთხოვნა – მიხეილ კალანდიას მამა შვილის დაკავებაზე