გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილება სპეც-უბნების გაუქმებაზე უკვე მიღებულია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტუილება სპეც-უბნების გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და მას მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.

როგორც კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები ხორციელდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

“რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რომლის შესახებაც თქვენ იცით. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება ასევე გახლავთ ის, რომ ე.წ. სპეც-უბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს უკვე შეტანილია. ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ვიმსჯელოთ ერთად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების საკითხს დრამატიზება არ სჭირდება