პოლიტიკურ პარტიებს ცესკოდან გაწვეული კომისიის წევრების ჩანაცვლება 6 საათამდე შეუძლიათ

თავისუფალმა დემოკრატებმა და ნინო ბურჯანაძის პარტიამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციებიდან საკუთარი წარმომადგენლები უკვე გაიწვიეს. ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ გაწვეული წევრებით და კვოტით სხვა პარტიების წარმომადგენლები ვერ ისარგებლებენ, საჭიროების შემთხვევაში კი საოლქო კომისიები კონკურსის წესით შეარჩევენ პროფესიული ნიშნით ახალ წარმომადგენლებს.
„საუბნო-საარჩევნო კომისიაში 7 ადამიანზე ნაკლები არ იმუშავებს, სხვა პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დამატებით მე-2, ან მე-3 წევრი დანიშნოს სხვა პარტიის ნაცვლად,“- განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
წევრთა ჩანაცვლებისთვის პოლიტიკურ პარტიებს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაში“ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ივანიშვილი მართავს”
შემდეგი სტატიათეიმურაზ გაფრინდაშვილი სულხან მახათაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს