თეიმურაზ გაფრინდაშვილი სულხან მახათაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს

„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სულხან მახათაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა სულხამ მახათაძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილმა თავისი კუთვნილი მარკეტიდან -New Land-დან თანამშრომელი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ მისი მშობლები მხარს მმართველი პარტიის კანდიდატის კანდიდატურას უჭერენ

.
„როგორც ყოველთვის, სულხან მახათაძე ამ შემთხვევაშიც ცრუობს. New Land-ი თეიმურაზ გაფრინდაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც მაჟორიტარობაზე აცხადებს პრეტენზიას, წესით უნდა ერკვეოდეს ისეთ საკითხებში, როგორიც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებაა. თანამშრომელი, რომელზეც სულხან მახათაძე საუბრობს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა რეალობის ყოველგვარი შეგრძნება დაკარგა და საზოგადოების დარწმუნებას დეზინფორმაციით ცდილობს. თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენს სიტყვებზე. ამიტომ, მოვუწოდებ სულხან მახათაძეს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის. მან ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარია ნებისმიერ ფასად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა და რომ ის რეალურად არ სცემს პატივს არც სიმართლეს, არც ჭიათურას და არ ჭიათურელებს,“ – აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურ პარტიებს ცესკოდან გაწვეული კომისიის წევრების ჩანაცვლება 6 საათამდე შეუძლიათ
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი დაინიშნა