პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა

თელავში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა. არსებული ინფორმაციით, ის სანადირო თოფით იყო შეიარაღებული, როდესაც პოლიციის ეზოში შეიჭრა. პირველი გასროლის შედეგად დაიჭრა პატრულის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი. ხმაურზე შენობიდან გამოვიდა გელა ლამაზაშვილის, რომელსაც ბრალდებულმა ასევე ცეცხლი გაუხსნა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

თავდასხმა საპატრულიო პოლიცის შენობაში ე.წ. მეთორმეტე ოთახის მიმდებარედ. როგორც ცნობილია, ეს არის მოქალაქეების მისაღები ოთახი და ამ ადგილას მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღი თან არ აქვთ.

რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, ის ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითელავში მოკლული პოლიციელი გელა ლამაზაშვილია
შემდეგი სტატიაპოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში ხვალისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა