თელავში მოკლული პოლიციელი გელა ლამაზაშვილია

თელავის პოლიციის შენობის ეზოში მოკლული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა ლამაზაშვილია.  თელავის მერიის ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის იყო და მას პოლიციაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის შენობაში სროლის შედეგად სამართალდამცველი გარდაიცვალა. დაჭრილია პატრულის თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

წყარო: newposts.ge

banner
წინა სტატიაში“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ლევან მურუსიძის წინააღმდეგ სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაპოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა