პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის
სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე
მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის
იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიამინსკში დღეს საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი ჩაფრინდა