პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის
აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი – 2000 წელს დაბადებული დ.ი. და ასევე
2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით
შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაკითხვისას
დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი
ქურდობაც აღიარა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის
მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი : ნაჯღაბნი, რომელიც მერიამ წარმოადგინა, თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების ბიუჯეტია
შემდეგი სტატიაქართველი სამხედრო, ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე დაკრძალეს