ლევან ხაბეიშვილი : ნაჯღაბნი, რომელიც მერიამ წარმოადგინა, თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების ბიუჯეტია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ნაჯღაბნს უწოდებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი რეალურად ჩინოვნიკების ბიუჯეტია.

აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს საკრებულოში განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტს კომისიებში განიხილავენ.

„ნაჯღაბნი, რომელიც დედაქალაქის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, არის უფრო მაღალი თანამდებობის პირებისა და ჩინოვნიკების ბიუჯეტი. 45 მილიონი ლარით მცირდება დედაქალაქის ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, იზრდება შრომის ანაზღაურებისა და მომსახურების მუხლი. ეს გულისხმობს სარესტორნო ხარჯებს და მათი პირადი ფუფუნების საგნების მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას. ამ დროს, მცირდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ბიუჯეტი“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დაიწყეს. დეპუტატებმა პროექტი უკვე განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე და სახელდებისა და სიმბოლიკის გაერთიანებული კომისიების სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – გაცოცხლდნენ არასამთავრობოები, გამოვიდნენ სარდაფებიდან?
შემდეგი სტატიაპოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა