პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტი გახსნა

Crime Scene

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე,
1999 წელს დაბადებული ი.დ. და 2000 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს
რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები
მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს
დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე,
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქობულეთის რაიონში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა
შემდეგი სტატიანინო ზამბახიძე „მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე“