პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული პირი დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

ბრალდებულმა ამა წლის 12 იანვარს, თბილისში,
მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „აისაფორთიდან“ მობილური ტელეფონები
და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ,მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და
მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში
უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე – წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას გურიიდან, ერისთავების სასახლიდან მიულოცა