გიორგი ცუცქირიძე – წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული

გიორგი ცუცქირიძე – წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული.

წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც, ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის აზრით, ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გარდა იმისა, რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, იგი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია.

„წლიური ზრდის საშუალო სიდიდე სარეკორდო 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება.
2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. წინა წელთან შედარებით ეს ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მსგავსად, როდესაც ექსპორტის რეკორდული 25 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თანხობრივად 345 მლნ აშშ დოლარია, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერშიც. ექსპორტი წინა წელთან 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.
ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გარდა იმისა, რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, იგი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში ჯერ დათვლილი არ არის, გასული წლის 11 თვის მაჩვენებელმა საპროგნოზოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და 5,3 პროცენტი შეადგინა, და თუ ოქტომბერ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველობაში, დიდი ალბათობით მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი 6 % იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო წლიური ზრდის საშუალო სიდიდეც 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება, რაც ბოლო წლებში სარეკორდო მაჩვენებელია, რაც საპროგნოზო დონეს თითქმის ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება.
წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც და ივნისში განვითარებული რევოლუციური სცენარის ნეგატიური ზეგავლენა თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაზე და სავალუტო კურსზე. სააკაშვილის ბოლო ინტერვიუც ადასტურებს რევოლუციური სცენარის რეალობას, რაც წარმოადგენს რა ექსტრალეგალურ რისკს, ეკონომიკაზე
ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. რომ არა ეს ფაქტორები წელს ზრდა 6 % ის ფარგლებშიც კი იქნებოდა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის ქუჩაზე, სამშენებლო ბაზრობაზე ხანძარია
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა