პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. “როიტერის” ცნობით, მძევალი თავისუფალია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიოსადგურ 3FM-ის შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.

თავდასხმის მოტივსა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე პოლიცია მობილიზებულია.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას სასამართლო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიავენესუელას ციხეში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი დაიღუპა