ვენესუელას ციხეში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი დაიღუპა

ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა ამასონასის შტატის ციხეში ოპერაცია ჩაატარა. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებთან შეტაკებისას შედეგად 37 პატიმარი დაიღუპა.

ოპერაცია ქალაქ პუერტო-აიაკუჩოში მდებარე ერთ-ერთ ციხეში ჩატარდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ხოსე მეხიასმა განაცხადა, სამართალდამცველები ციხეში კონტროლის აღდგენას ცდილობდნენ, ხოლო პატიმრები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის უსაფრთხოების ძალები პერიოდულად ატარებენ ოპერაციებს ციხეში, რომლებშიც დაცვის თანამშრომლების ნაკლებობაა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია