პოლიციამ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად
ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2
თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ
მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ
ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული
მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის
მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში
გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო., მომხდარიდან
რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ
საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ
ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაიტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 349-ით გაიზარდა