პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს
დაბადებული შ.ი. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყარათაკლიაში, მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ შ.ი. მომხდარიდან მალევე, ქალაქ რუსთავში დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა