პოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის
ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ტ.ტ. ოჯახის
წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.ტ.-მ მეუღლეს – 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი
ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“-სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი