პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991
წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი
საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის
ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ახალქალაქში – დაჭრილია 17 წლის ბიჭი
შემდეგი სტატიათბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს