დაპირისპირება ახალქალაქში – დაჭრილია 17 წლის ბიჭი

ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება იყო- გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 17 წლის ბიჭი.  დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

დაპირისპირება ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდას ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: თუ ლაპარაკია მკაცრ გადაცდომებზე დასჯისას, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია
შემდეგი სტატიაპოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა