პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან
რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც
1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანს მათი არჩევა”