“ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანს მათი არჩევა”

region
ავტ.: region ივლისი 29, 2020 17:11

“ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანს მათი არჩევა”

ვიმედოვნებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ არჩევის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეუთანხმებლობას ეხებოდა. საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიული პროცესის მახასიათებელია.

„ეს არის სწორედ დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელი. ეს არის კომპრომისი პარტიებს შორის, ეს არის იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და იმ პლატფორმებით წარდგენა, რომლებიც პრიორიტეტულია ამომრჩევლებისთვის, იმის განმარტება, თუ როგორ აპირებს სხვადასხვა პარტია, საუკეთესოდ წარმოადგინოს ეს პრიორიტეტები. დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია. ვიმედოვნებ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ მათ, არჩევის შემთხვევაში“, – განაცხადა დეგნანმა.

region
ავტ.: region ივლისი 29, 2020 17:11