პოლიცია თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის
ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში
გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას
ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში
მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და
საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: გახარია საერთოდ არ არის ეფექტური კრიზის–მენეჯერი
შემდეგი სტატიაგაუგებარი განცხადებები ტესტირებაზე, იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება – გიგი წერეთელი