პოლ მაკარტნი და რინგო სტარი ლოს-ანჯელესის კონცერტზე ერთად გამოვიდნენ (ვიდეო)

ლოს-ანჯელესში პოლ მაკარტნის ამერიკული ტურის დასრულების საფინალო კონცერტზე მაკარტნის სხვა მეგობრებთან ერთად სცენაზე The Beatles-ის დრამერი რინგო სტარი გამოვიდა. მუსიკოსებმა ერთად შეასრულეს Helter Skelter და Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band. რინგო სტარის გამოსვლა დაანონსებული არ ყოფილა, ამიტომ მისი გამოჩენა მაყურებლებისთვის სიურპრიზი იყო.
კონცერტი Dodger Stadium-ზე ჩატარდა და მას 56 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

https://www.youtube.com/watch?v=GdZTdiAGOQ0

banner
წინა სტატიაშიირანი ბირთვული პროგრამის ოთხი წლის წინანდელი დონის დაბრუნების შესახებ იმუქრება
შემდეგი სტატიაკომერციული მოსყიდვის ფაქტი იმერეთში – დაკავებულია შპს-ს მენეჯერი