ირანი ბირთვული პროგრამის ოთხი წლის წინანდელი დონის დაბრუნების შესახებ იმუქრება

ირანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებას არ დაიცავს, თუკი ევროპა და აშშ თავიანთ მოვალეობას არ შეასრულებენ. თეირანმა განაცხადა, რომ ის დაუბრუნდება იმ მოცემულობას, რომელიც ბირთვული შეთანხმების დადებამდე ჰქონდა, თუკი ქვეყნის ეკონომიკის აღმასვლას დასავლეთი ხელს არ შეუწყობს – ირანის ატომური ენერგეტიკის სამთავრბო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბარხუზ კამალვანდიმ თქვა. “ეს მოქმედებები ჩვენი ახირებულობით არ არის განპირობებული. ეს გაკეთდება იმიტომ, რომ დიპლომატიას შანსი მივცეთ და იმიტომ, რომ მეორე ქვეყანა გონს მოეგოს და თავისი მოვალეობები შეასრულოს” – კამალვანდის სიტყვებს “ამერიკის ხმა” ციტირებს.

ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ის გასული წლის მაისში აშშ-მ დატოვა, რომლის შემდეგადაც ირანსა და დასავლეთს შორის მდგომარეობა საგრძნობლად დაიძაბა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა თქვა, რომ “შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მკვდარი”, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზები რთულად მოსაძებნი იქნება.

banner
წინა სტატიაშიტრამპს რასიზმში დასდეს ბრალი
შემდეგი სტატიაპოლ მაკარტნი და რინგო სტარი ლოს-ანჯელესის კონცერტზე ერთად გამოვიდნენ (ვიდეო)