პოდოლიაკი – ფსიქიატრები შეისწავლიან, როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლების შექმნა, ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – „ტრიბუნალი“

მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რუსეთს ტრიბუნალი ემუქრება.

„დილის 4:30 საათზე ბომბები ჩამოყარა. სიტყვა “ომის” გამოყენება აკრძალა. აგრესიაში სხვა ქვეყნები დაადანაშაულა. მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში აშენებდა „მეორე მსოფლიო ომის“ კულტს, ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა. ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – ტრიბუნალი,“- წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს