რომან გოცირიძე – პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს

პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკამ განიცხადა კრახი როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით.

„ამ ანგარიშში მოცემულია მთავრობის პოლიტიკა საშინაო და საგარეო მიმართულებით. საშინაო მიმართულებით ეს არის სიღატაკის ზრდა, ფასების, უმუშევრობის ზრდა, ათეულ ათასობით ადამიანის გასვლა და ქვეყნის დაცლა, სრული ჩავარდნა ეკონომიკური და დემოკრატიის მიმართულებით. საგარეო კუთხით არის კრახი, შენელება ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის და 24- ში ალბათ, დაფიქსირდება, რომ საქართველო გამოეთიშა „ასოცირებულ ტრიოს” და ვერ მიიღებს სტატუსს. ეს ერთი წელი იყო წარუმატებლობის და უკან დახევის წელი. ივანიშვილი და მისი გუნდი არის ბარიერი ქვეყნის განვითარების გზაზე და სანამ ხელისუფლების დემონტაჟი არ მოხდება, არ მოხდება დეოლიგარქიზაცია და არ მოვა კოალიციური ხელისუფლება, წარმატების არავითარი შანსი არ აქვს ქვეყანას,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – ფსიქიატრები შეისწავლიან, როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლების შექმნა, ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – „ტრიბუნალი“
შემდეგი სტატიაბაიდენი – ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, წინასწარ უნდა ვიფიქროთ