პოდოლიაკი – ომის დასასრულებლად გვჭირდება 1 000 ჰაუბიცა, 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 500 ტანკი, 1000 დრონი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ პარტნიორებს უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის მძიმე იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

„გულახდილად ვიტყვი – ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება შემდეგი მძიმე იარაღი: 155 მმ კალიბრიანი 1 000 ჰაუბიცა, 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 500 ტანკი, 2 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1000 დრონი”, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის დაგეგმილ შეხვედრაზე აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ბრიუსელში 15 ივნისს თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას,“- წერს პოდოლიაკი.

წინა სტატიაშიხუნდაძე – რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს?
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ზურაბიშვილი საკუთარ სავარძელს უფრთხილდება? იმპიჩმენტის ეშინია?! – ეს იქნებოდა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მხილების პროცესი და ნუ გვაცოდებს თავს, რომ სადღაც წასვლა აუკრძალეს