გოცირიძე – ზურაბიშვილი საკუთარ სავარძელს უფრთხილდება? იმპიჩმენტის ეშინია?! – ეს იქნებოდა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მხილების პროცესი და ნუ გვაცოდებს თავს, რომ სადღაც წასვლა აუკრძალეს

ზურაბიშვილი საკუთარ სავარძელს უფრთხილდება? იმპიჩმენტის ეშინია?! – ეს იქნებოდა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მხილების პროცესი და ნუ გვაცოდებს პრეზიდენტი თავს, რომ სადღაც წასვლა აუკრძალეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და ევროპაში ვიზიტები უნდა განაგრძოს.

“როცა წუწუნებს სალომე ზურაბიშვილი, უფლება არ მომცეს ვიზიტების გამართვისო, კეთილი ინებოს, ევროპაში ზის, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს საფრანგეთში, ბრიუსელიდან ერთი საათის მანძილზეა, თუკი თავს იმის გამო იკავებს, რომ იმპიჩმენტი არ მოუწყონ, იმპიჩმენტიც და მისი ნაბიჯიც პოლიტიკური განაცხადი და თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – ომის დასასრულებლად გვჭირდება 1 000 ჰაუბიცა, 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 500 ტანკი, 1000 დრონი
შემდეგი სტატია32 300 განადგურებული რუსი ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი აგრესორის დანაკარგებზე