პოდოლიაკი – არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ქერჩის ხიდის განადგურება – მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან, აკავშირებს უკანონო ობიექტია და მის მშენებლობაზე ნებართვა უკრაინას არ გაუცია.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ეს უკრაინაა. ასე რომ, ეს ხიდი არის უკანონო ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა უკრაინას არ გაუცია. ის ზიანს აყენებს ნახევარკუნძულის ეკოლოგიას და საჭიროა მისი დემონტაჟი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ეს – მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი ​- რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია, მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით