არესტოვიჩი ​- რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია, მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი „სტრატეგიულ ჩიხშია“.

მისივე თქმით, „ოკუპანტები უკანა მიმართულებით მიემართებიან“.

როგორც ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსების გამაგრებული პოზიციებიდან დაძვრა“.

„შეიძლება, ითქვას არა მხოლოდ ის, რომ რუსებს წინსვლა არ აქვთ, ან აქვთ მიკროსკოპული წინსვლა, არამედ ისიც, რომ მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით. ერთ თვესა და ხუთ დღეში ვერაფერი შეძლეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხდება ქერჩის ხიდის განადგურება – მოხდება ეს რუსების ნებაყოფლობით თუ არა
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო ლაშა ნაკაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს