პლასტმასის ნაწილაკები ტანსაცმელში, წყალში, კოსმეტიკაში, გელებში

ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველგან მიკროპლასტმასია, მის ნაწილაკებს შეიცავს ყველაფერი – ტანსაცმელი, საღებავი, კოსმეტიკა და სასმელი წყალიც კი. რამდენიმე თვის წინ სპეციალურ კვლევებში, რომელიც სასმელ წყალს შეეხებოდა, აღმოაჩინეს, რომ ხუთი კონტინენტიდან აღებული წყალის ნიმუშების 83%-ში მიკროპლასტმასი იყო. მიკროპლასტმასი არის 5 მილიმეტრზე ნაკლები მოცულობის ნაწილაკი. ის წარმოიქმნება, მაგალითად, მანქანის სვლისას, თეთრეულის რეცხვისას და სხვა. მას იყენებენ სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაში, მათ შორის, კბილის პასტაში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მიკროპლასტმასი კბილებს უკეთესად წმენდს, ის არის კოსმეტიკაში, თმის საღებავებში, შხაპის გელში, სახის კრეემბში და ამას, მომხმარებელი, ძალიან ხშირად ვერ ხვდება. დიდ ბრიტანეთში უკვე უარი თქვეს მსგავსი პროდუქტებზე. შვედეთში აკრძალვა ივლისიდან შევა ძალაში. გერმანელი ეკოლოგები აქტიურად ითხოვენ იგივეს.

მიკროპლასტმასის დიდი ნაწილი გარემოში სინთეტიკური ქსოვილებიდან ხვდება. ტანსაცმლის დაახლოებით 60% ხელოვნურ ბოჭკოებს შეიცავს. ევროკავშირის კვლევების მიხედვით, ყოველ წელს, დაახლოებით 30 ათასი ტონა მიკროპლასტმასი ხვდება წყალში. მიკროპლასტმასის საბოლოო განადგურებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მაგალითად, პლასტმასის ბოთლს 450 წელი უნდა. საშუალოდ, პლანეტის ყოველი მცხოვრები ყოველწლიურად დაახლოებით 60 კილო პლასტმასს იყენებს, ევროპელები და ამერიკელები 100-ზე მეტს.

პლასტმასის ექსპანსიას ექვემდებარება ყველა – ადამიანებიც და ცხოველებიც. მეცნიერებს ჯერჯერობით დადგენილი არა აქვთ მიკროპლასტმასის ნაწილაკების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხადია, მხოლოდ ერთი, რომ ის რეგულარულად ხვდება ადამიანის ორგანიოზმში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის
შემდეგი სტატიათამბაქოს მოწევა თავისუფლად ხვალიდან მხოლოდ საკუთარ სახლში იქნება შესაძლებელი