სოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის

სოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის, – ამის შესახებ”თაიმერს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყეში, კლდოვან ადგილზეა გავრცელებული. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ხოლო უშუალოდ ხანძრის კერასთან ცოცხალი ძალა და ტყის მცველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რათა ხანძრის გავრცელება არ მოხდეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

banner
წინა სტატიაში„მოსახლეობა უკმაყოფილოა და არანაირი ნდობა არ აქვს მთავრობის მიმართ“ – კალანდაძე
შემდეგი სტატიაპლასტმასის ნაწილაკები ტანსაცმელში, წყალში, კოსმეტიკაში, გელებში