ფხენიანის და სეულის დაპირისპირებას შესაძლოა 300 ათასი ადამიანი შეეწიროს

კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებების შემთხვევაში შესაძლოა 300 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ წერს გამოცემა “Bloomberg”-ი, რომელიც აშშ-ს კონგრესის კვლევითი სამსახურის მოხსენებას ეყრდნობა. ასეთი მსხვერპლი შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო დაპირისპირების დროს არ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. საერთო ჯამში, შესაძლო კონფლიქტი 25 მილიონ ადამიანს დააზარალებს როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კორეაში.
მკვლევარები ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პოტენციალზე დაკვირვების შედეგად. ასე მაგალითად, ფხენიანის არტილერიას შეუძლია ერთ წუთში 10 000 ჭურვი გაუშვას.
აშშ-ს კონგრესში ვარაუდობენ, რომ ფხენიანის და სეულის კონფლიქტში ჩაერთვებიან იაპონია, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები.
დღეისათვის ჩრდილოეთ კორეას გააჩნია 25 ბირთვული ბალისტიკური რაკეტა, რომელთა გამოყენება მას შეუძლია ერთდროულად სამხრეთ კორეის და იაპონიის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიმეტრო “300 არაგველის” ტერიტორიაზე დაკავებული სამივე პირი თავისუფალია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინის გენპროკურატურა მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს ამზადებს