მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინის გენპროკურატურა მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს ამზადებს  

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 28, 2017 22:36

მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინის გენპროკურატურა მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს ამზადებს  

პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა ამზადებს მისი საქართველოში ექსტრადიციის დოკუმენტებს.
“ამ დღეებში გენპროკურორმა ლუცენკომ დაიწყო დოკუმენტების მომზადების პროცესი, რომლის მიზანია ჩემი დაკავება და საქართველოში ექსტრადიცია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამა წლის ივლისში უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმ დროისთვის უცხოეთში იმყოფებოდა. 10 სექტემბერს სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად ფაქტიურად გაარღვია პოლონეთ-უკრაინის საზღვარი.
24 ოქტომბერს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურმა უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
25 ოქტომბერს ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს სარჩელით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 28, 2017 22:36